სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

კოლეჯს სლოვაკი კოლეგები სტუმრობდნენ

ბრატისლავას კამინსკის უნივერსიტეტის პროფესორი ლუბორ მატეჟკო ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ესტუმრა. შეხვედრის მიზანს საგანმანთლებლო კუთხით თანამშრომლობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლივად განხორციელება წარმოადგენს, კერძოდ, სლოვაკეთში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოლეჯსა და წინამძღვრიანთკარის პროფესიულ სასწავლებელს შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობა, რაც გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტების გაცვლას და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების ხელისშეწყობას გულისხმობს. ლუბორ მატეჟკომ, „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების“ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა და საქართველო-სლოვაკეთის მეგობრობის კლუბის ხელმძღვანელმა დავით ცირეკიძემ წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებელი დაათვალიერეს