სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

ექსკურსია ჰიპერმარკეტში „ბრიკორამა“

გაეროს განვითარების პროგრამა „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის ფარგლებში, შეთანხმების სტანდარტული წერილის საფუძველზე, 2017 წლის 1 მაისიდან სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში ახორციელებს პროფორიენტაციის საპილოტე კურსს სან-ტექნიკურ სამუშაოებსა და მებაღეობაში. პროგრამაში მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები (VIII კლასის ზემოთ). პროგრამის მიზანია კურსის სტუდენტები გაეცნონ აღნიშნულ სპეციალობას, სწორად დაგეგმონ მომავალი სამუშაო საქმიანობა და კარიერა. პროექტის ფარგლებში სან-ტექნიკური სამუშაოების კურსის მოსწავლეები 1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ეწვივნენ ჰიპერმარკეტს „ბრიკორამა“. მათ მასწავლებელთან ერთად დაათვალიერეს სან-ტექნიკური საშუალებების სექცია, ჩაუტარდათ პრაქტიკული გაკვეთილი და გაეცნენ იმ პროდუქციას, რომელიც დასჭირდებათ მომავალი საქმიანობისათვის. პრაქტიკულმა გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა.