სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

გაიარე რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცედურა და უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი პროფესიული პროგრამები: 1. ელექტროობა (სოფ. წინამძღვრიანთკარსა და დაბა სტეფანწმინდაში) 2. სატყეო საქმე (სოფ . წინამძღვრიანთკარსა დაბა თიანეთში) 3. მეფუტკრე ( დაბა თიანეთში) 4. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (სოფ. წინამძღვრიანთკარში) 5. თმის სტილისტი (სოფ. წინამძღვრიანთკარში) 6. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი (სოფ. წინამძღვრიანთკარში) 7. ტრაქტორისტ - მემანქანე (სოფ. წინამძღვრიანთკარში) აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწარმოებს 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე. დარეგისტრირება შეგიძლიათ კოლეჯებში ან ონლაინ vet.emis.ge-დან პირადობის საფუძველზე. სწავლა უფასოა! აღნიშნულთან დაკავშირებით კოლეჯი გამართავს ღია კარის დღეს 9 ოქტომბერს 12:00 საათზე