სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

ვიზიტი ამბროლაურში

2017 წლის 12 ოქტომბერს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის მეფუტკრეობის ფაკულტეტის სტუდენტები და პედაგოგები კოლეჯის ადმინისტრაციის წევრებთან და დირექტორის, ბატონ თეიმურაზ ასათიანის ხელმძღვანელობით, ვიზიტად იმყოფებოდნენ ქ. ამბროლაურში, საფუტკრე მეურნეობის საწარმოში. საწარმოს ხელძღვანელმა, ბატონ ლაშა გაგოშიძემ, სტუმრებს გააცნო ფუტკრის პროდუქტების წარმოება, თანამედროვე მანქანა-დანადგარების გამოყენების საშუალებით. ჩატარდა თაფლის დაფასოების პროცესი. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენლებმა მოინახულეს ამბროლაურის კოლეჯი „ერქვანი“. კოლეჯის დირექტორმა, ბატონმა ილია ოშხერელმა, სტუმრებს გააცნო კოლეჯის სასწავლო პროგრამები და სამომავლო გეგმები. ვიზიტის დასასრულს კოლეჯების წარმომადგენლებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.