სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

ექსკურსია შპს „მექანიზატორში“

2018 წლის 26 იანვარს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის „ტრაქტორისტ-მემანქანის“ პროფესიული პროგრამის სტუდენტებისთვის პროფესიული პედაგოგის, ბატონ იაკობ მოხევიშვილის თანხლებით და სასწავლო გეგმის მიხედვით მოეწყო სასწავლო ექსკურსია შპს „მექანიზატორში“ სოფელ რენეს ბაზაზე. ექსკურსიის მიზანი გახლდათ კურსის სტუდენტები ადგილზე მუშა პროცესში გაცნობოდნენ ტრაქტორისტ-მემანქანის პროფესიას, აღნიშნულ პროფესიაში ორგანიზაციული მოწყობის ძირითად პრინციპებს, რათა სწორად დაგეგმონ მომავალი სამუშაო საქმიანობა და პროფესიული ზრდა-განვითარება. შპს „მექანიზატორის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს ჩაუტარეს პრაქტიკული გაკვეთილი. სტუდენტებმა დაათვალიერეს სოფელ რენეს ბაზაზე არსებული თანამედროვე ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და გაეცნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებელ აგრეგატებს. პრაქტიკულმა სასწავლო ექსკურსიამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.