სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

მემორანდუმი სსიპ "საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან"

2018 წლის 16 თებერვალს სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის" დირექტორი, ბატონი თეიმურაზ ასათიანი, შეხვდა სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს. მათ ვიზიტის ფარგლებში გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორმხრივი ურთიერთობისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობა, კოლეჯში მოსწავლე-სტუდენტებისთვის თეატრალური კულტურის და ხელოვნების გაცნობის მიზნით მათი სულიერად სწორად ჩამოყალიბებისთვის, რისთვისაც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მოხდება საჩვენებელი გასვლითი სპექტაკლები კოლეჯის სტუდენტებისთვის, ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები კოლეჯში მოსწავლე-სტუდენტების ჩართულობით მოამზადებენ საკურსო/სადიპლომო სპექტაკლებს.