სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

საფრანგეთის დელეგაციის სტუმრობა კოლეჯში

2019 წლის 5 თებერვალს სსიპ - „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში“ სტუმრად იმყოფებოდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი პასკალ მენიე, საფრანგეთის საელჩოს ატაშე, ტიფენ ლუკასი და საფრანგეთიდან საგანმანათლებლო საწესებულების ექსპერტები. შეხვედრის მიზანი იყო მევენახეობა - მეღვინეობის და სხვა აგრარული მიმართულების პედაგოგებისათვის ტრენინგების მოწყობა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც სასწავლო აუდიტორიები, ასევე პრაქტიკული მეცადინეობების სახელოსნოები და სოფლის მეურნეობის მრავალწლიანი კულტურების ფართობები. სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ ვიზიტით, დაისახა სამომავლო გეგმები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.