სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

უცხოელი პარტნიორების ვიზიტი კოლეჯში

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტები ესტუმრნენ. ექსპერტებმა დაათვალიერეს კოლეჯის ტერიტორია, არსებული ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შეხვედრის დროს, არაერთი სასწავლო-საგანმანათლებლო ვიზიტი და აქტივობა დაიგეგმა, რომელშიც კოლეჯის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან.