სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

სასწავლო-საგანმანათლებლო ვიზიტი ჩეხეთში

20-25 ოქტომბერს, წინამძღვრიშვილის კოლეჯის, ტრაქტორისტ–მემანქანისა და მეფუტკრეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, სასწავლო–საგანმანათლებლო ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკას, პარდუბიცეს მხარეს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი იყო, სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით, ჩეხური პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიულ საგანმანათლებლო სფეროში. ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა მოინახულეს სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, დაათვლიერეს საწარმოები, ჩეხ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სასწავლო აქტივობებში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაცვლითი პროგრმები კვლავაც აქტიურად გაგრძელდება!