სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

ტრაქტორის მართვა-მომსახურების პროფესიული გადამზადების პროგრამა

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, იწყებს ტრაქტორის მართვა-მომსახურების პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებას. პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს, შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ T კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე და მოიპოვონ ტრაქტორის მართვის მოწმობა. პროგრამის მსმენელები რეალურ სამუშაო გარემოში გაიღრმავებენ ცოდნას და პრაქტიკას გაივლიან წამყვან კომპანიებში. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციებში. რაც მთავარია - პროგრამაზე სწავლა უფასოა! აირჩიე პროფესიული განათლება, გადამზადდი უფასოდ და გახდი პროფესიონალი!