სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი"

განათლების ინტერნაციონალიზაცია

განათლების ინტერნაციონალიზაცია

ნიკოლოზ ჯაფიაშვილი სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის მეხილეობის პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის სტუდენტია 2020 წლიდან.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი ყოველთვის დაინტერესებული იყო სოფლის მეურნეობით. ნიკოლოზმა, როგორც აქტიურმა და წარმატებულმა სტუდენტმა, მიიღო მონაწილეობა პროფესიული განათლების გლობალიზაციის მიზნით გამოცხადებულ გაცვლით პროგრამაში, რომელიც განხორციელდა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თანამშრმლობით, აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს გერმანულ-ქართულ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას.
აღნიშნული პრაქტიკა ეფუძნება სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას და მომავალ ფერმერებს სთავაზობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას სოფლის მეურნეობაში.
ნიკოლოზი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ცხოვრობს და მუშაობს საოჯახო მეურნეობაში, ეცნობა სამხრეთ გერმანიის ცხოვრებას, მათ ტრადიციებს და სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებს.