სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი"

„დუშეთობა - მთაბარობა“

„დუშეთობა - მთაბარობა“

2022 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ დუშეთში გაიმართა სახალხო დღესასწაული „დუშეთობა -მთაბარობა“
აღნიშნულ ღონისძიებაზე, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა, როგორც რეგიონში არსებულმა ერთადერთმა პროფესიულმა სასწავლებელმა საგამოფენო სივრცეში წარმოადგინა კოლეჯის სასწავლო სპეციალობების შესაბამისი ნამუშევრები, კერძოდ: ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო პროდუქცია, მშრალი ხილი, თაფლი, საინჟინრო დარგის სტენდები.
გამოფენამ დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. გაიმართა კითხვა- პასუხის რეჟიმში საკითხების დეტალურად განხილვა სწავლით დაინტერესებულთა და კოლეჯის ადმინისტრაციას შორის.