სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი"

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღეს უმასპინძლებს

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღეს უმასპინძლებს

16 ივლისს 11:00 საათზე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე გაიმართება. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მსურველები გაეცნობიან აგრარული პროფილის დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მათ სწავლებასთან ერთად ანაზღაურებად დასაქმებას და კარიერულ განვითარებას სთავაზობს. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის აპლიკანტებს მეხილეობის და რძის პროდუქტების წარმოების დუალურ პროფესიულ პროგრამებზე მიიღებს. სწავლების პარალელურად სტუდენტები შეძლებენ სამუშაო გამოცდილების მიღებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას პარტნიორ საწარმოებში. პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში, შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში და ონლაინ ვებგვერდზე vet.emis.ge . სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამები აგრო სფეროთი დაინტერესებულ აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ პროფესიას სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით, მოიპოვონ სახელმწიფოს სრული დაფინანსება და სწავლის პარალელურად დასაქმდნენ პარტნიორ საწარმოებში. დუალური მიდგომით შემუშავებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი საწარმოების მხარდაჭერით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია " GFA" და სექტორული უნარების ორგანიზაცია “აგრო-დუო”.


✍ რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 აგვისტომდე;
✍ დარეგისტრირდი საიტიდან vet.emis.ge
✍ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
✆ 577 21 50 90; 577 08 26 08
✉ tmkcollege@tmk.edu.ge