სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

ქართველი და ჩეხი სტუდენტების მონაწილეობით ჩატარებული პრაქტიკული მეცადინეობები კოლეჯში

სსიპ - „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში“ სტუმრად იმყოფებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის პარდუბუცის მხარის, ლანშკროუნის კოლეჯის სტუდენტები და პედაგოგები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 3-დღიანი პერიოდით (14-16 ნოემბერი). ჩეხი სტუდენტები გაეცნენ ჩვენი კოლეჯის პროგრამებს და მონაწილეობა მიიღეს მეხილეობის, მევენახეობისა და მეფუტკრეობის პრაქტიკულ მეცადინეობებში. ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, კერძოდ კი დაიგეგმა ჩვენი კოლეჯის სტუდენტების და პედაგოგების მიწვევა ლანშკროუნის კოლეჯში.