Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მიგრაციის თემაზე

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მიგრაციის თემაზე

📍ა.წ 11 აპრილს, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM Georgia) აქტიური თანამშრომლობით, კოლეჯის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
👉შეხვედრას თბილისის მიგრანტთა რესურს ცენტრის თანამშრომელი ნინო ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრის თემა გახლდათ: 🔻
🔸უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში
🔹თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირში / ბოლო მონაცემები/ტენდენციები
🔸არალეგალური მიგრაციის რისკები / ტრეფიკინგი
🔹სეზონური / ლეგალური დასაქმება საზღვარგარეთ და სხვა თემები.
💢შეხვედრის მიზანია მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აირიდონ უკანონო მიგრაცია, შრომითი ექსპლუატაციის რისკები, იცოდნენ პროცედურულად რას მოიცავს შენგენის ზონაში გამგზავრება და რა შემთხვევაში არის შესაძლებელი თავშესაფრის მოთხოვნა.