სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი"

კოლეჯში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მევენახეობა-მეღვინეობა (დუალური, სრული ზოგადი განათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 30 თვე (წინამძღვრიანთკარი); მეხილეობა (დუალური, სრული ზოგადიგანათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 24 თვე (წინამძღვრიანთკარი); მეფუტკრე (საბაზო განათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 16 თვე (წინამძღვრიანთკარისა და დაბა თიანეთის სასწავლო კორპუსი); სატყეო საქმე (სრული ზოგადი განათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 10 თვე (წინამძღვრიანთკარისა და დაბა თიანეთის სასწავლო კორპუსი); ელექტროობა (საბაზო განათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 10 თვე (წინამძღვრიანთკარისა და დაბა სტეფანწმინდის სასწავლო კორპუსი); თმის სტილისტი (საბაზო განათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 13 თვე (წინამძღვრიანთკარი); ტრაქტორისტ-მემანქანე (საბაზო განათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 14 თვე (წინამძღვრიანთკარი); სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი - (საბაზო განათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 16 თვე (წინამძღვრიანთკარი); სასტუმრო მომსახურება (სრული ზოგადი განათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 13/24 თვე (წინამძღვრიანთკარისა და დაბა სტეფანწმინდის სასწავლო კორპუსი); მებაღეობა (ლანდშაფტური დიზაინი) (დუალური, სრული ზოგადი განათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 24 თვე (წინამძღვრიანთკარი); ხის მხატვრული დამუშავება (საბაზო განათლება) - სწავლების ხანგრძლივობა - 13 თვე (წინამძღვრიანთკარი); საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (სრული ზოგადი განათლება) სწავლების ხანგრძლივობა – 20 თვე (წინამძღვრიანთკარი) რეგისტრაცია იწარმოებს 2 ოქტომბრიდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით! რეგისტრაცია შესაძლებელია კოლეჯში (მის. მცხეთის რაიონი სოფ. წინამძღვრიანთკარი 09:00-დან 18:00 საათამდე), რესურსცენტრებში ან ელექტრონულად ვებ-გვერდზე vet.emis.ge