Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
თმის ღებვისა და ქიმიური დამუშავების მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ!

თმის ღებვისა და ქიმიური დამუშავების მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ!

სსიპ “ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში“ წარმატებით დასრულდა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მოკლევადიანი კურსი “თმის ღებვა და ქიმიური დამუშავება“. კურსის კურსდამთავრებულებს საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები.
პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს თმის ქიმიური დამუშავების მეთოდები და უსაფრთხოების წესების დაცვით შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები, მათ შორის: თმის შეღებვა, ქიმიური და ბიო დახვევა, ქიმიური გასწორება, დაგრძელება და გაღიავება – ქოლორისტიკა.
პროგრამას უძღვებოდა პროფესიული მასწავლებელი, ქალბატონი ირმა გუბელაძე, რის შედეგადაც სტუდენტებმა მიიღეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები ამ სფეროში წარმატებით საქმიანობისთვის.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!