Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ტესტირება

ტესტირება

სსიპ - ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი'' საგანმანათლებლო სივრცეში, COVID-19 ინფექციის პრევენციისა და კონტროლთან დაკავშირებით აქტიურად ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კოლეჯში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი დირექტორის ხელმძღვანელობით, რათა მომხდარიყო ჩართვა, ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანტიგენზე სწრაფი ტესტის (COVID-19) ჩატარების პროგრამაში.
ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 04 აგვისტოს კოვიდ ინფექციაზე უკვე მეხუთედ ჩატარდა გეგმიური ტესტირება: თანამშრომლებისთვის, მასწავლებლების და პროფესიული სტუდენტებისათვის.
გატესტვის შედეგად კოლეჯში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც დაწესებულებაში ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვის შედეგია.
კოლეჯი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ტესტირების ჩატარებას ორ-ორი კვირის ინტერვალით.