Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
სტუმრები

სტუმრები

2022 წლის 29 ივნისს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სტუმრობდა გერმანიიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ქალბატონი სვენია შულცე, გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ვალერიან გობრონიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, თამარ კვინიკაძე, ფინანსთა მინისტრის მაოდგილე, ეკატერინე გუნცაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თავმჯდომარე (GIZ) და სხვა ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ისტორიას, დაათვალიერეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის შენობა, ისაუბრეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭრით კოლეჯში მიმდინარე პროექტებზე.