21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“ უერთდება ამ დღის აღნიშვნას და ჭრელი წინდების კამპანიას.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს, ხოლო 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ ის სიმბოლურია. თარიღი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე- ტრისომიულ მოვლენას.
2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.