სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პრაქტიკული სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს.
2023 წლის მარტის თვეში, „რძის პროდუქტების წარმოების“ სტუდენტებმა, პროფესიულ მასწავლებელთან ქეთევან მელუასთან ერთად მოდულით განსაზღვრული პრაქტიკული სამუშაოები შეასრულეს.
პროგრამით გათვალისწინებული მოდულით განხორციელდა სხვადასხვა ლაბორატორიული სამუშაოები:
რძის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ - ქიმიური თვისებების განსაზღვრა;
რძის მჟავიანობის დადგენა;
რძის სიმკვრივის განსაზღვრა;
რძის ალკოჰოლური სინჯით რძის თერმოდგრადობისა და pH-ის განსაზღვრა.
აღნიშნული პროგრამის მიზანია წარმოება და გადამუშავების სფეროსთვის, კერძოდ კი, სასურსათო პროდუქტების წარმოებისთვის შრომის ბაზარი უზრუნველყოფილ იქნას კონკურენტუნარიან კადრით.