Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
პროფესიული - საგანმანათლებლო პროგრამა „თმის მომსახურება“ - ის სტუდენტების პრაქტიკული სამუშაო დღე

პროფესიული - საგანმანათლებლო პროგრამა „თმის მომსახურება“ - ის სტუდენტების პრაქტიკული სამუშაო დღე

სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში“ აქტიურად მიმდინარეობს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება სხვადასხვა პროგრამების მიმართულებებზე. 2023 წლის 6 აპრილს, პროგრამის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა თმის მომსახურების სტუდენტებმა პროგრამის ხელმძღვანელ ირმა გუბელაძესთან ერთად, სასწავლო პრაქტიკულ აუდიტორიაში განახორციელეს პრაქტიკული სამუშაო დღე წინასწარ შეიმუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად:
თმის შეჭრის ტექნოლოგია;
თმის ვარცხნილობები;
თმის ღებვა;
თმის სპა პროცედურები;
თმის ქიმიური დამუშავების ტექნოლოგია;
აღნიშნული პროგრამის მიზანია თმისა და სილამაზის სფერო უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრით, კერძოდ, თმის სტილისტი. თმისა და სილამაზის მომსახურებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია შესაბამისი კონცენტრაციის საფუძველზე დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე: თმის ოსტატი, პარიკმახერი, თმის სტილისტი; პირი ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.