Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
″ექსპოჯორჯია″ ღვინის გამოფენა

″ექსპოჯორჯია″ ღვინის გამოფენა

2023 წლის 2-4 ივნისს ExpoGeorgia საგამოფენო სივრცეში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა“ და წარადგინა კოლეჯის სტუდენტების მიერ დამზადებული ღვინოები.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობებს აერთიანებს.
გამოფენა, გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia მხარდაჭერით ჩატარდა და 40 - ამდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარნებმა გამოფენის სტუმრებს საკუთარი პროდუქცია, სხვადასხვა სახის ღვინოები, მათ შორის ქვევრისა და ბიოდინამიური ღვინოები, გააცნეს.