Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
განათლების საერთაშორისო გამოფენა 2023

განათლების საერთაშორისო გამოფენა 2023

2023 წლის 6 - 7 ოქტომბერს ExpoGeorgia მე - 11 პავილიონის საგამოფენო სივრცეში ″IEFG განათლების საერთაშორისო გამოფენა 2023″ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსიპ „სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“ - მა და წარადგინა კოლეჯის პროფესიული სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია, ნაკეთობები და ნამუშევრები.
გამოფენაზე ასევე „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა“ წარმოადგინა საგამოფენო - საინფორმაციო სტენდი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, კოლეჯის წარმომდგენლებმა მივაწოდეთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და ვესაუბრეთ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე.
გამოფენაზე აგრეთვე მონაწილეობდნენ უცხოური და ადგილობრივი უნივერსიტეტები, სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლები, უცხო ენის სასწავლო ცენტრები და საერთაშორისო ორგანიზაციები, Hr Hub-ის სტუდენტური დასაქმების ფორუმები და საგანმანათლებლო სააგენტოები.
ორი დღის განმავლობაში, გამოფენის პარალელურად ჩატარდა თემატური პრეზენტაციები, ვორკშოპები, სემინარები და საინტერესო ლექციები, რომლებსაც განათლების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები მართავდნენ.
განათლების საერთაშორისო გამოფენაგამოფენების ცენტრის ექსპოჯორჯიას ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მის მთავარ მიზანს საქართველოში საგანმანათლებლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.