Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრმა „სამკერვალო წარმოების“ სტუდენტები კომპანია „Fabric Art . ფაბრიკ არტ“ - ში

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრმა „სამკერვალო წარმოების“ სტუდენტები კომპანია „Fabric Art . ფაბრიკ არტ“ - ში

2023 წლის 13 დეკემბერს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯსა და კომპანია „Fabric Art . ფაბრიკ არტ“ - ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრმა „სამკერვალო წარმოების“ სტუდენტები სასწავლო მოდულით გათვალისწინებულ პრაქტიკულ კურსებს გაივლიან, რომლის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარებაა
სტუდენტებს უმასპინძლეს სამკერვალო ფაბრიკის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ურუშაძემ და გამოცდილმა მკერავებმა, რომელთაც პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარეს სტუდენტებს და გააცნეს სამკერვალო ფაბრიკის სტრუქტურა, კერვისათვის საჭირო ესკიზის შექმნა, მასალების ხელსაწყოების საკერავი მანქანებისა და თბურ - დანამვითი მოწყობილობების შერჩევა/გამოყენება.
პრაქტიკულმა სასწავლო პირველმა დღემ საინტერესოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა.