Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა „სასმელების წარმოების“ სტუდენტები კომპანია GLOBAL BEER GEORGIA (GBG) - ში  იმყოფებოდნენ.

პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა „სასმელების წარმოების“ სტუდენტები კომპანია GLOBAL BEER GEORGIA (GBG) - ში იმყოფებოდნენ.

პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა „სასმელების წარმოების“ სტუდენტები საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში Global Beer Georgia (GBG)- ში იმყოფებოდნენ.
2023 წლის 13 ნოემბერს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამა „სასმელების წარმოების“ სტუდენტები საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში Global Beer Georgia (GBG)- ში იმყოფებოდნენ.
კომპანიის წარმოების მენეჯერმა გიორგი ღამბაშიძემ და სხვა სტუდენტებს გააცნო კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლუდისა და ლიმონათის წარმოების ტექნოლოგია, ჩამოსხმის პროცესი, ხარისხის კონტროლის მექანიზმები, მეთოდები, და ასევე ამ ტიპის პროდუქტებისთვის დანერგილი საერთაშორისო სტანდარტები.
კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“ მსოფლიოში წამყვანი ლუდის ბრენდის, „ჰაინეკენი®“- ს (Heineken®) ლიცენზირებული პარტნიორია რეგიონში და ადგილობრივად აწარმოებს ლუდის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: „აისი“, „არაგველი“, „შავი ლომი“ , „Heineken“ , „Amstel“ და „ყაზბეგი“.
სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს მიიღებენ, რაც დაეხმარება მათ დასაქმდნენ, სასმელების წარმოების მიმართულებით, საკვებისა და მსგავსი პროდუქტების დასამუშავებელი მანქანების ოპერატორად, შესაფუთი, ჩამოსასხმელი და ეტიკეტის დასაკრავი მანქანების ოპერატორად, ხელით მფუთავად ნებისმიერ სახელმწიფო ან/და კერძო კომპანიაში.