Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და შვეიცარიის ხელშეწყობით, 21 საგანმანათლებლო დაწესებულების 64 სტუდენტმა მიიღო სტიპენდიები აგრარულ და გარემოსდაცვით დარგებში.

გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და შვეიცარიის ხელშეწყობით, 21 საგანმანათლებლო დაწესებულების 64 სტუდენტმა მიიღო სტიპენდიები აგრარულ და გარემოსდაცვით დარგებში.

ილა წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის „მევენახეობა-მეღვინეობის“ დუალური პროგრამის სტუდენტმა მაია დილენამ აგრო-სტიპენდია მოიპოვა, ეს მისი დაუღალავი შრომისა და გარჯის შედეგია.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, შვედეთისა და შვეიცარიის მხარდაჭერით, ახორციელებენ მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და პროფესიულ სასწავლებელში. სტიპენდიების პროგრამის მიზანია აგრარული და გარემოსდაცვითი დარგების განვითარება და სტუდენტების დაინტერესება საქართველოსთვის პრიორიტეტული პროფესიებით.
2023-2024 აკადემიური წლის სტიპენდიატების გამოცხადება 19 დეკემბერს გაიმართა. 64-მა გამარჯვებულმა მიიღო სტიპენდიების დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის საელჩოსა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებისგან.
სტიპენდიების პროგრამა 2022-2023 აკადემიური წლიდან მოქმედებს. სტიპენდიების პირველი ნაკადი საქართველოს რვა უნივერსიტეტს მოიცავდა და მხოლოდ გარემოსდაცვით სასწავლო დარგებში გაიცემოდა, მათ შორის ეკოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ენერგეტიკის, მინერალური რესურსების მართვის, მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით.
2023-2024 აკადემიური წლიდან, მწვანე სტიპენდიებს აგრო-სტიპენდიებიც დაემატა, ხოლო სასწავლო დაწესებულებების რიცხვი 21-მდე გაიზარდა.