2024 წლის 15 თებერვალს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აღმზრდელის სტუდენტებმა, პროგრამის ხელმძღვანელთან ნესტან ნათაძესთან ერთად, ერთ-ერთი სავალდებულო მოდულის -„სახვითი და ვიზუალური ხელოვნება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში“ სწავლების ფარგლებში პრაქტიკული დავალებები შეასრულეს.
🟢პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას.
🟢პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასაქმებით, აღმზრდელად.