🟢2024 წლის 16 თებერვალს, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო საქმე“ - ის სტუდენტებს პროგრამის ხელმძღვანელთან ვალოდია ზედგინიძესთან ერთად „ტყის აღდგენა-გაშენება“ მოდულის სწავლების ფარგლებში, თეორიული გაკვეთილი ჩაუტარდათ.
🟢პროგრამის მიზანია მოამზადოს სატყეო საქმის სპეციალისტი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი უნარ-ჩვევებით და უსაფრთხოდ განახორციელებს ტყეში სატყეო სამეურნეო ღონისძიებებს.
🟢სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამის კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს მიიღებენ, რაც დაეხმარება მათ დასაქმდნენ, ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში სატყეო საქმის მიმართულებით.