📍2024 წლის 18 მარტს, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი - მა პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის კამპანიის ფარგლებში სოფელ საგურამოს საჯარო სკოლას ესტუმრა.
🎯აღნიშნულ პროფორიენტაციულ შეხვედრაზე, კოლეჯის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია 2024 წელს გამოცხადებულ პროგრამებთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს პროფესიულ განათლებაზე, კოლეჯის სტუდენტურ ცხოვრებაზე, შესაძლებლობებზე და დასაქმების პერსპექტივებზე.
🤝ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარების მიზნით, სამომავლოდ დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობა და ვფიქრობთ, რომ შეხვედრები კიდევ უფრო ნაყოფიერ სახეს მიიღებს.
კოლეჯი დიდ მადლობას უხდის საგურამოს საჯარო სკოლა - ის სკოლის დირექტორს, მანანა შამხალაშვილს, სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს მასპინძლობისთვის და საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის.