Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ″ვეტერინარიის″ პროფესიული სტუდენტების ვიზიტი კომპანია ინვეტ-ჯგუფში

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ″ვეტერინარიის″ პროფესიული სტუდენტების ვიზიტი კომპანია ინვეტ-ჯგუფში

სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში“ აქტიურად მიმდინარეობს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობები.
♻️ ამჟამად დუალური (სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებულ 50%-ზე მეტი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევას) პროგრამის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ვეტერინარიის“ სტუდენტები კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციაში კომპანია ინვეტ-ჯგუფში იმყოფებოდნენ.
🤝კოლეჯსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, პროფესიული სტუდენტები წარმატებით გადიან დუალური პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკულ მოდულებს:
🔹 ცხოველთა კვება.
🔸 ვეტერინარი ექიმის ასისტენტობა.
🔹შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი და კატა) დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
✅ ვეტერინარიაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ვეტერინარულ კლინიკაში, ფერმერულ მეურნეობაში, ვეტერინარულ აფთიაქში, ზოოპარკში, ზოომაღაზიაში, ცხოველთა თავშესაფარში და სხვა.