პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” გუნდის ჩართულობითა და მხარდაჭერით, ათზე მეტი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯის PR სპეციალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი „ პროფესიული სწავლების პროგრამების რეგისტრაციის კამპანიის ხელოვნება“ გაიმართა.
🔵 ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა აიმაღლეს ის ცოდნა და უნარები,რომლებიც აუცილებელია ეფექტური PR სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელებისთვის, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული სწავლების პროგრამებზე რეგისტრაციის პოპულარიზაციას. გარდა ამისა, ჩართულმა მხარეებმა განიხილეს გენდერული
თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის საკითხები PR-ისა და კომუნიკაციების აქტივობებში გამოსაყენებლად.
🤩პროექტი „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.