🤩 პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება: „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“!
🎯„წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“ - ის ფარგლებში, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები გამოვლინდა!
🥇 პირველი ადგილი- ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ მოიპოვა პროექტით - „ინოვატორთა კლუბი-ციფრული კომპეტენციების განვითარება“
🥈 მეორე ადგილი - კოლეჯი „მოდუსისა“ და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ მოიპოვა პროექტით „პროფესიული განათლების საუკეთესო მხარდამჭერი“
🥉 მესამე ადგილი - კოლეჯ „იბერიისა“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ მოიპოვა პროექტით - „SkillUp რეგიონული ინიციატივა“
👥 გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლებმა, პანელური დისკუსიის ფორმატში ამომწურავად ისაუბრეს პროექტის განხორციელების პროცესის შესახებ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ღონისძიების ბოლოს კი თითოეულ მათგანს გადაეცათ სერტიფიკატები და ჯილდოები.
♻ ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასა და წახალისებას.
📍 აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას წინა წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობის გამარჯვებულმა, შუახევის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.