Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ექსკურსია ჰიპერმარკეტში „ბრიკორამა“

ექსკურსია ჰიპერმარკეტში „ბრიკორამა“

გაეროს განვითარების პროგრამა „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის ფარგლებში, შეთანხმების სტანდარტული წერილის საფუძველზე, 2017 წლის 1 მაისიდან სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში ახორციელებს პროფორიენტაციის საპილოტე კურსს სან-ტექნიკურ სამუშაოებსა და მებაღეობაში. პროგრამაში მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები (VIII კლასის ზემოთ). პროგრამის მიზანია კურსის სტუდენტები გაეცნონ აღნიშნულ სპეციალობას, სწორად დაგეგმონ მომავალი სამუშაო საქმიანობა და კარიერა. \r\n პროექტის ფარგლებში სან-ტექნიკური სამუშაოების კურსის მოსწავლეები 1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ეწვივნენ ჰიპერმარკეტს „ბრიკორამა“. მათ მასწავლებელთან ერთად დაათვალიერეს სან-ტექნიკური საშუალებების სექცია, ჩაუტარდათ პრაქტიკული გაკვეთილი და გაეცნენ იმ პროდუქციას, რომელიც დასჭირდებათ მომავალი საქმიანობისათვის. პრაქტიკულმა გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა.