მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, „სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი” - ში სტუმრად იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის European Union Monitoring Mission in Georgia , მცხეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯის წარმომადგენლებმა გააცნეს კოლეჯის დაფუძნებისა და შემდგომი განვითარების 140 - წლიანი ისტორია, კოლეჯში ჩარიცხული იძულებით გადაადგილებულ პირთა სტუდენტების პროფესიული საქმიანობა და მხარდაჭერა მიმდინარე პროფესიულ პროგრამებთან ერთად.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავის ძეგლის სტატუსის მქონე „მარანი“ და საქართველოში „პირველი პროფესიული სასწავლებელი” – ის ისტორიული შენობა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ინგლ. European Union Monitoring Mission, EUMM) — საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც დაარსდა 2008 წლის 15 სექტემბერს. მისიაში ჩართულია ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნიდან მოწვეული 214 დამკვირვებელი. მისიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, დამკვირვებლები ძირითადად იყოფებიან რეგიონულ ოფისებში, რომლებიც საქართველოს 3 ქალაქშია განლაგებულია: გორი, მცხეთა, ზუგდიდი.