მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, სსიპ “ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“- ში, 2024 წლის საშემოდგომო მიღების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „თმის მომსახურების“ სტუდენტებმა, „თმის სპა პროცედურები“ - ის მოდულის ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოები შეასრულეს.
🔹პროგრამის მიზანია თმისა და სილამაზის სფერო უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრით, კერძოდ, თმის სტილისტი.
🔸თმისა და სილამაზის მომსახურებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია შესაბამისი კონცენტრაციის საფუძველზე დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე: თმის ოსტატი, თმის სტილისტი; პირი ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.
➡პროგრამის პროფესიული მასწავლებელი: ირმა გუბელაძე