გაეროს განვითარების პროგრამა „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის ფარგლებში, შეთანხმების სტანდარტული წერილის საფუძველზე, 2017 წლის 1 მაისიდან სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში ახორციელებს პროფორიენტაციის საპილოტე კურსს სან-ტექნიკურ სამუშაოებსა და მებაღეობაში. პროგრამაში მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები (VIII კლასის ზემოთ). პროგრამის მიზანია კურსის სტუდენტები გაეცნონ აღნიშნულ სპეციალობებს, სწორად დაგეგმონ მომავალი სამუშაო საქმიანობა და კარიერა. \r\n პროექტის ფარგლებში მებაღეობის კურსის მოსწავლეები 7 ივნისს ეწვივნენ სოფ. ჯიღაურის სამეცნიერო კვლევით ცენტრს. მათ მასწავლებელთან ერთად დაათვალიერეს ვაზის სხვადასხვა ჯიშის სექციები. ჩაუტარდათ პრაქტიკული გაკვეთილი, კერძოდ, გაეცნენ ვაზის 500-მდე საღვინე და სასუფრე ჯიშებს და ახალგაზრდა ვაზის მოვლას, დააკვირდნენ ვაზის მყნობასა და ნერგის სტრატიფიკაციას. მათ დაათვალიერეს სასტრატიფიკაციო და სამყნობი განყოფილება, უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია. მოსწავლეებმა მოინახულეს ხეხილის ბაღიც. პრაქტიკულმა გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა.