Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდა “თელეთის“ საწარმოში

სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდა “თელეთის“ საწარმოში

მიმდინარე წლის 28 იანვარს, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის “რძის პროდუქტების წარმოების“ პროგრამის 106-ე ჯგუფის სტუდენტებმა საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით გაიარეს თელეთის რძის პროდუქტების საწარმოში.
სტუდენტებმა პრაქტიკული უნარები გამოავლინეს:
რძის დამუშავება;
სულგუნის ხელით დამზადება;
რძის პასტერიზაცია;
რძის ჩაკვეთის პროცესი.
გამოცდას ხელმძღვანელობდნენ:
პროგრამის ხელმძღვანელი - ქეთევან მელუა
დარგის ექსპერტი - სოფიო ირემაძე
საწარმოს ინსტრუქტორ-მასწავლებელი - სოფიო გოგობერიშვილი
სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის მენეჯერი - მარი დავითური
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს!