Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დუალური პროგრამის სტუდენტებმა კულინარიის მიმართულებით საკვალიფიკაციო გამოცდები წარმატებით დაასრულეს!

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დუალური პროგრამის სტუდენტებმა კულინარიის მიმართულებით საკვალიფიკაციო გამოცდები წარმატებით დაასრულეს!

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დუალური პროგრამის სტუდენტებმა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს!
საკვალიფიკაციო გამოცდის თეორიული ნაწილი ჩატარდა კოლეჯში, ხოლო პრაქტიკული გამოცდა კოლეჯის პარტნიორ საწარმოში – რესტორანი „ოქროს საწმისი XXI / oqros sawmisi XXl“, სადაც სტუდენტებმა ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მიღწეული უნარ-ჩვევების შესაბამისად მოამზადეს კერძები. საგამოცდო კომისია შედგებოდა სასწავლო კომპანიების ინსტრუქტორებისა და კოლეჯების პედაგოგებისგან.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად გამოცდას აკვირდებოდა სურსათის უვნებლობის წარმომადგენელი.
კოლეჯისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 2017 წლის შემოდგომიდან წარმატებით ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. პროგრამის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი შემუშავება-განხორციელების ყველა ეტაპზე აქტიურად და პირდაპირ არის ჩართული კერძო სექტორი, რაც ჩვენი სტუდენტების დასაქმების მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს.