სსიპ “ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის“ ვეტერინარიის პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა წარმატებით ჩააბარეს საბოლოო საკვალიფიკაციო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტი კლინიკა “ბროლიაში“.
სტუდენტებმა მაღალ დონეზე წარმოაჩინეს თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები, მათ შორის:
ცხოველის მომზადება და ინექციის პროცედურები
საოპერაციო მანიპულაციები
სტერილიზაციის პროცესები
გამოცდას ხელმძღვანელობდა პროფესიონალთა გუნდი კოლეჯის ადმინისტრაციის, კლინიკის და სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლობით.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას!