Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
საგანმანათლებლო ექსკურსია კონიაკის ქარხანაში

საგანმანათლებლო ექსკურსია კონიაკის ქარხანაში

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის “სასმელების წარმოების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანას ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა:
დაათვალიერეს კონიაკის წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კონიაკის წარმოებისა და დისტილაციის პროცესის შესახებ;
გაეცნენ დავით სარაჯიშვილის ისტორიას და ქარხნის დაარსების საინტერესო დეტალებს;
მოინახულეს მუხის მრავალწლიანი დაძველების კასრები.
მონაწილეობა მიიღეს დეგუსტაციაში, სადაც სხვადასხვა სახის კონიაკები დააგემოვნეს კოლეჯი განაგრძობს სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას და მათი პროფესიული ზრდის მხარდაჭერას.