სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი აცხადებს მიღებას სატყეო საქმის სადიპლომო პროგრამაზე. პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაციის პროცესში, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად, ონლაინ პორტალზე (online.naec.ge)მიუთითონ სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი.
პროგრამის აღწერა:
სწავლების ხანგრძლივობა შეადგენს 19 თვეს. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება (12 კლასი). სასწავლო კურსი მიზნად ისახავს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ ტყის რესურსების მოვლას, გარემოს დაცვას, ტყის აღდგენასა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებას.
მიღების პირობები:
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია მესამე საგნად არჩეული იყოს: მათემატიკა, ისტორია, ბიოლოგია ან ქიმია.
დეტალური ინფორმაცია საგამოცდო პროგრამებისა და ტესტების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: naec.ge.