Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა

კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა

2017 წლის 16 აგვისტოს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე - ქალბატონი ქეთევან ნატრიაშვილი და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების დასაგეგმად. \r\n ბატონმა თეიმურაზ ასათიანმა სტუმრებს გააცნო კოლეჯის ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოები. მათ ერთად დაათვალიერეს კოლეჯის ტერიტორია, შეარჩიეს ადგილი ახალი სასადილოსთვის და საერთო საცხოვრებლისათვის. ასევე, განიხილეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ პირველი სასწავლო კორპუსის აღდგენითი-სარეაბილიტაციო პროექტი, სადაც უნდა განთავსდეს აგრარული მიმართულების კაბინეტ-ლაბორატორიები.