Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
შეხვედრა კოლეჯის დირექციასა და პროფესიულ პედაგოგებს შორის

შეხვედრა კოლეჯის დირექციასა და პროფესიულ პედაგოგებს შორის

2018 წლის 22 თებერვალს “სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში“ გაიმართა შეხვედრა კოლეჯის დირექციასა და პროფესიულ პედაგოგებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტთა ლექციებზე დასწრებისა და სწავლის დონის და ხარისხის საკითხების განხილვა, რისთვისაც შემუშავდა პროფესიული დარგების პედაგოგებისთვის დამატებითი ფუნქციების დაკისრება და მიმართულების ხემლძღვანელებად არჩევა (როგორც კლასის დამრიგებლები) . ასევე განიხილეს ჯგუფხელების ინსტიტუტის ჩამოყალიბება კოლეჯში. რაც უფრო მეტ ჩართულობას მოგვცემს სტუდენტებსა და პედაგოგებს შორის. შესაბამისად პროფესიულ პედაგოგს გაუმარტივებს გარკვეული საკითხების და სხვადასხვა პრობლემების მოგვარებას მათი არსებობის შემთხვევაში. \r\n შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა და მათი სპეციალობების მიხედვით გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება; აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კოლეჯში შეიქმნა დარგობრივი კათედრები იმ სპეციალობების გაერთიანებით რაზედაც დღესდღეობით მიმდინარეობს სწავლება. რაც უფრო საინტერესოსა და ეფექტურს გახდის სასწავლო პროცესს და იზრუნებს მათი შემდგომი დასაქმების საკითხების მოგვარებისთვის. პროფესიულ პედაგოგებმა თანხმობა განაცხადეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები სტუდენტებთან მეტი ჩართულობით მუშაობის შესახებ.