Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
საინფორმაციო შეხვედრა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით

საინფორმაციო შეხვედრა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით

2018 წლის 27 ივნისს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კოლეჯის სტუდენტები და პროფესიული პედაგოგები. კოლეჯი აღნიშნული ღონისძიებით შეუერთდა ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას. კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით: " ვუთხრათ ნარკოტიკს არა!“ დამსწრეებმა ისაუბრეს ნარკომანიასთან დაკავშირებული მსოფლიო სტატისტიკის, პრობლემების მოგვარების გზებსა და არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ფილმის ჩვენება, სახელწოდებით „ნარკომანია- თავისუფლება თუ მონობა?!“