Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
კოლეჯის 135 წლის საიუბილეო ღონისძიება

კოლეჯის 135 წლის საიუბილეო ღონისძიება

კოლეჯი არის პირველი პროფესიული სასწავლებელი, რომელიც დაარსდა 1883 წელს ილია წინამძღვრიშვილის მიერ. კოლეჯის გახსნაში და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს და ნიკო ცხვედაძეს. \r\n ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების ორგანიზაციისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოში, ბიზნესის სხვადასხვა წარმოამდგენლებმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიამ, სხვადასხვა პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა. კოლეჯების მიერ მოეწყო გამოფენები და სხვადასხვა სახის პრეზენტაციები. \r\n საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ბატიაშვილმა, გაეროს განვითარების ორგანიზაციისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ბატონმა ოლივიე ბიურკიმ, სტუმრებს სამადლობელო სიტყვით მიმართა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა, ბატონმა თეიმურაზ ასათიანმა. დასასრულს გაიმართა საიუბილეო ღონისძიებისადმი მიძღვნილი კონცერტი და მოეწყო ფურშეტი.