სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის აგრარული სპეციალობის სტუდენტების მიერ გაშენებულ ხილის ბაღში 2021 წელს მივიღეთ პირველი მოსავალი, სადაც მონაწილეობდნენ მეხილეობის, ტრაქტორისტ-მემანქანის, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების პროფესიული პროგრამების სტუდენტები. მათ მიერ გადამუშავდა და დამზადდა კომპოტისა და მურაბის ნიმუშები. ასევე მევენეხეობა და მეღვინეობის პროფესიული პროგრამის სტუდენტების მიერ დამზადებული იქნა ვაზის სასწავლო-სადემონსტრაციო ნაკვეთიდან მიღებული სხვადასხვა ჯიშის ყურძენიდან ღვინო მასალა და ჩამოსხმული იქნა ერთწლიანი დაძველების ღვინოები ჯიშების მიხედვით. გამოფენებში და დეგუსტაციებზე მონაწილეობის მისაღებად.