უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, 2021 წლის ტესტირებაზე დარეგისტრირებული იმ პირის მიერ, რომელმაც, ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ მოახერხა ტესტირებაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზის გამო - იმყოფებოდა:
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე, საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში, საკარანტინო ზონაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, ტესტირებიდან გათავისუფლების თაობაზე, დასაბუთებული განცხადებით მიმართვის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 15 სექტემბრიდან 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი;"