2021 წლის 2 დეკემბერს, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის მიმართვის საფუძველზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გამწვანდა ილია წინამძღვრიშვილის რეაბილიტირებული საფლავის მიმდებარე ტერიტორია. დაირგო ბზის, ცაცხვის, კიპარისის, ლავანდის, ღვიის, როზმარინის, სუროსა და ყინვაგამძლე ვიოლას ნერგები.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დირექტორი თეიმურაზ ასათიანი, კოლეჯის ადმინისტრაციის წევრები და პედაგოგები, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მოადგილე გიორგი კაპანაძე, ფონდ "გაამწვანე საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე.
აღსანიშნავია, რომ ილია წინამძრვრიშვილის რეაბიტირებული საფლავის მიმდებარე ტერიტორიის სრულად გამწვანებისთვის დაგეგმილია კიდევ ორეტაპიანი სამუშაოების განხორციელება თებერვალი-მარტის პერიოდში.