2022 წლის 4 აპრილს გამწვანდა ილია წინამძღვრიშვილის რეაბილიტირებული საფლავის მიმდებარე ტერიტორია. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დირექტორი თეიმურაზ ასათიანი, კოლეჯის ადმინისტრაციის წევრები და პედაგოგები. აღსანიშნავია რომ გამწვანების ღონისძიებაში მიიღო მომაწილეობა კოლეჯის 88 წლის, მხცოვანმა, ყოფილმა პედაგოგმა, ზაქარია ნავდარაშვილმა და კოლეჯის სატყეო საქმის პროფესიულმა მასწავლებელმა ვალოდია ზედგინიძემ.